2014 წლის 20 იანვარს გაიმართა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საგანმანათლებლო საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანოა, რომელიც შეიმუშავებს საგანმანათლებლო სტრატეგიას, პროფესიაში მიღების და განგრძობადი იურიდიული განათლების შესახებ რეკომენდაციებს. ასევე, ზედამხედველობს სასწავლო ცენტრის საქმიანობას და მიმართულებებს. განსაზღვრავს ასოციაციის სტრატეგიულ პარტნიორობას საგანმანათლებლო კუთხით.
ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო შედგება შვიდი წევრისაგან. კერძოდ, საბჭოში თანამდებობრივად შედიან აღმასრულებელი საბჭოს საგანმანათლებლო მიმართულების და საერთაშორისო ურთიერთობების ex-officio წევრები. დარჩენილი ხუთი წევრი არჩეულია პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევების და სტრატეგიული განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. მოქმედი საგანმანათლებლო საბჭოს წევრები ორი წლის ვადით არიან არჩეულნი.